თათია ახალაია პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გამოდის
სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის ტოპ მოდელი, თათია ახალაია წარმატებით გამოდის პარიზში მიმდინარე მაღალი მოდის კვირეულზე Paris Haute Couture Spring/Summer 2020, რომელიც 24 იანვრამდე გაგრძელდება.
კვირეულის პირველი 2 დღის განმავლობაში თათია ახალაია Iris Van Herpen, ANTONIO GRIMALDI და RONALD VAN DER KEMP-ის ოტ კუტიურ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული ჩვენებებზე გამოვიდა.