ევროსაბჭოს თავმჯდომარეობისას საქართველოს პრიორიტეტების წარდგენა დუბლინში გაიმართა

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპული მოძრაობა ირლანდია“ ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პრეზენტაცია.

ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო – ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

ელჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები ეხმიანება ევროპის კონტინენტზე არსებულ აქტუალურ გამოწვევებს. მან ასევე აღნიშნა, რომ თავმჯდომარეობის განმავლობაში დაგეგმილია საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, ხოლო მაისში, თავმჯდომარეობის დასასრულს, თბილისი უმასპინძლებს მინისტერიალს.

ღონისძიება ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისში გაიმართა. პრეზენტაციას ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ცენტრების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.