აშშ-ში, სანტა-ბარბარას ფესტივალზე “შინდისის” კინოჩვენებები იმართება  

15-25 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება. მე-6 საფესტივალო დღეს, 21 იანვარს დიმიტრი ცინცაძის ფილმი – “შინდისი” უჩვენეს. ჩვენებები სანტა ბარბარაში 22 და 24 იანვარსაც გაიმართება.

სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 35-ედ ტარდება. წლების განმავლობაში იგი  გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი წამყვანი კინოღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად 95 000-მდე სტუმარსა და 200-ზე მეტი ფილმის ჩვენებას მასპინძლობს. წელს სანტა ბარბარას კინოფესტივალის საპატიო სტუმრები ბრედ პიტი, ლაურა დერნი, სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი და რენე ზელვეგერი არიან.

“შინდისი” რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები