ქართულ-ებრაული ლიტერატურული ურთიერთობები“- წიგნის პრეზენტაცია ისრაელში გაიმართა
ისრაელში, ქალაქ კირიათ შარეთის ქართველ ებრაელთა სინაგოგაში, „ისრაელში საქართველოს ებრაელობის ცენტრის“ პროექტის – „ებრაული სიბრძნის წყარო“ – ფარგლებში გამოცემული წიგნის, „ქართულ-ებრაული ლიტერატურული ურთიერთობების“ წარდგენა გაიმართა.
აღნიშნული გამოცემა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის მხარდაჭერით გამოცემული სამტომეულის მესამე წიგნია.
„საქართველოს ებრაელთა ცენტრის“ პროექტის წევრებს წიგნის გამოცემა ისრაელში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, მანანა დუმბაძემ მიულოცა.