სტამბოლში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართა

ქ. სტამბოლში, 2020 წლის 16-19 იანვარს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში და ქართულ სახლში “გალაკტიონი” შეხვედრები გამართეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან, ასევე სტამბოლში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა დიასპორასთან ურთიერთობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ როგორც საელჩოს, ასევე გენერალური საკონსულოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარება. შეხვედრისას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების საქმიანობისა და სამომავლო გეგმების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები