შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20 – 23 იანვარს, 10:00 საათიდან – 15:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის – „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის“- საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.

შეხვედრას იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებულ  საქართველოს მოქალაქეებთან –  მოდენას, აქვილას, ბოლონიის, პიემონტეს უნივერსიტეტების, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, მილანის ბიკოჩას უნივერსიტეტის, ასევე, სიენასა და სასარის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩაატარებენ, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოს მოწვევით ჩამოვლენ.

22 იანვარს, 10 საათზე, პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე და იტალიის ელჩი საქართველოში  ენრიკო ვალვო შეხვდებიან და პროგრამის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრებენ.

ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის  კურსდამთავრებულები დაესწრებიან, ისინი დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე არსებული შესაძლებლობების, გამოწვევებისა და ინოვაციების შესახებ.

პროგრამა – „Doctorate Lab – მომავალი დოქტორანტებისათვის’’ ხორციელდება ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების – საქართველოში იტალიის, უნგრეთისა და საფრანგეთის საელჩოების მხარდაჭერით, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი ქვეყნებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელების საქართველოში მოწვევას და ვიზიტის ორგანიზებას.

აღნიშნული პროგრამის მიზანია, საქართველოში უმაღლესი განათლების (დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის) წახალისება, მხარდაჭერა, ხელმისაწვდომობის გაზრდა საერთაშორისო დონეზე. ასევე, ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო დონეზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები