ღონისძიებათა კვირეული „გაიცანი ხევსურეთი“ 23 იანვარს გაიხსნება

23 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ღონისძიებათა კვირეული „გაიცანი ხევსურეთი“ გაიხსნება. 

15:00 სთ-ზე გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ხევსურული ნაქარგები და ფოტოგრაფიული ნამუშევრები, მონაწილეობას მიიღებენ: ბაბუა ალუდაური, სანათა გიგაური.

16:00სთ-ზე ქარგვის მასტერკლასს ჩაატარებს სანათა გიგაური.

17:00 სთ-ზე გაიმართება პოეზიისა და ფოლკლორის საღამო. მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი არაბული, ტარიელ ხარხელაური, მამუკა ოჩიაური,  გელა დაიაური, დები ზვიადაურები, გიორგი გოგოჭური.

დასწრება თავისუფალია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.