ახალი ამბები დიასპორები საქართველო და ქართველები

ნათლისღება შვედეთის სამეფოში წმინდა გიორგის სამრევლოში

2020 წლის 19 იანვარს, შვედეთის სამეფოში წმინდა გიორგის სამრევლოს მღვდელმსახურმა, მამა შიომ და თბილისიდან სტუმრად მყოფმა, მამა სერაფიმემ სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტის ეკლესიაში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინეს, რომელსაც შვედეთში მცხოვრები საქართველოს დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრეთ სიტყვით მიმართა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ.

წირვის დასრულების შემდეგ, შვედეთის საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებმა, ეკა ზანდუკელის თაოსნობით, შემოქმედებითი საღამო გამართეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თემო არაბულმა, თათა ზანდუკელმა, ანა ჭინჭარაულმა, გვანცა წყარუაშვილმა, დავით პაპიაშვილმა და გალაქტიონ მიქაიამ. მათ აუდიტორიისთვის ქართული ხალხური და პოპულარული სიმღერები და კომპოზიციები შეასრულეს.

სხვა სიახლეები

“ყველაზე რთული მაინც ემიგრანტული მონატრება ყოფილა”

Editor

ქართული ფილმი „ცხოველი“ ფესტივალზე „Go Short 2020“ მიემგზავრება

Editor

საინტერესოდ გავატაროთ დრო სახლში

Editor

„8000-წლიანი ისტორია შავი ზღვიდან“ -ფორბსი ქართული ღვინის შესახებ წერს

Editor

“დედა ჩაკეტილი იყო 5თვე, სრულიად უფულო, უმუშევარი, შიშით, უსაბუთოდ, იმედის გარეშე” – ემიგრანტის შვილის წერილი 

Editor

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს აღნიშნავს

Editor