ახალი ამბები სლაიდერი ყველა სიახლე

კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევროპის კონტაქტური კარატეს ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ ევროპირველობაზე, ლაშა ხაჭაპურიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტები სერგო მოვსესიანი და ლაშა ოზბეთელაშვილი გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს თენგიზ ბასტოიანი და ოთარ ესიტაშვილი დაეუფლნენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ლიეტუვა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი საფრანგეთის ნაკრებმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე 4 სპორტსმენით იასპარეზა და ოთხივემ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.

სხვა სიახლეები

160 წლის ოდა და ცოლ-ქმარი სოფელ ლეღვადან (ფოტოკოლაჟი)

Editor

ჩეხურ ტელეარხზე პირველმა გადაცემამ საქართველოზე აბსოლუტური რეკორდი მოხსნა

Editor

მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის შენგენში შესვლის ვადებმა გადაიწია – როდის გახსნის ევროპა საზღვარს საქართველოსათვის

Editor

”მაშინვე გადავწყვიტეთ ჩვენი როიალი საჩუქრად გადაგვეცა კონსერვატორიისთვის…’’

Editor

თურქეთიდან საქართველოში ემიგრანტების მორიგი ჯგუფი ავტობუსებით ჩამოიყვანეს

Editor

ბერლინში ქართველი პოეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

Editor