პირველი ადგილი და ოქროს მედალი “13th Europa Cup Skate Helena”- ზე

ბელგრადში გაიმართა იუნიორთა შორის საერთაშორისო ტურნირი “13th Europa Cup Skate Helena” , რომელშიც ვაჟ ერთეულთა თანრიგში  ქართველმა მოციგურავემ ნიკა ეგაძე იასპარეზამ. მისთვის ეს ტურნირი, ამ სეზონზე, პირველი სტარტი იყო ორწლიანი პაუზის შემდეგ.

7 ქვეყნის მოციგურავეს შორის ნიკამ ორი პროგრამის ჯამში 189,96 ქულით 1 ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა , რაც პერსპექტიული სპორტსმენისათვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი იყო საკუთარი შესაძლებლობების მობილიზებისა და სათანადო სპოტრული ფორმის შენარჩუნებისათვის.

მოკლე და თავისუფალ პროგრამეში, ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის მიღებული ქულებით, , ნიკა ეგაძემ დაადასტურა საერთშორისო საციგურაო კავშირის მიერ დადგენილი ტექნიკური მინიმუმის მოთხოვნა, რაც მას უფლება ანიჭებს მონაწილეობა მიიღოს იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის 2 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით გაიმართება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები