მეღვინეობა ჩელთის ღვინოები ესპანეთში
ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანში მეღვინეობა ჩელთის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებას მიშელინის 3 ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების სომელიეები და ესპანეთის ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩელთის ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს დამსწრეთა შორის და შედგა დიალოგი სამომავლო პარტნიორობაზე.