შეხვედრა ანიტა რაჭველიშვილთან

20 იანვარს, 12:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გაიმართება შეხვედრა მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავთან ანიტა რაჭველიშვილთან. შეხვედრის თემაა “ვოკალური ტექნიკა, პრობლემები და მისი გადაჭრის გზები”.

ამ შეხვედრას არ ექნება ტრადიციული მასტერკლასის სახე.

ანიტა ისაუბრებს ვოკალურ პრობლემებზე და გაგიზიარებთ საკუთარი მოღვაწეობის გამოცდილებას საოპერო სფეროში.  სტუდენტებს არ დასჭირდებათ ნაწარმოების მომზადება; ლექცია/ მასტერკლასის განმავლობაში, ძირითადად, საუბარი იქნება სუნთქვაზე, პოზიციებზე, სიმღერის ბუნებრიობაზე და ყრდნობის პრობლემებზე.
ანიტა ასევე უპასუხებს დარბაზში დამსწრეთა შეკითხვებს.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები