საოკუპაციო ხაზიდან 1 კილომეტრში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში, სრულად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა.

სოფელი ქვეშის საჯარო სკოლა, სადაც 247 მოსწავლე სწავლობს, საოკუპაციო ხაზიდან 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. განახლდა ინტერიერი, შეკეთდა კიბეები და სახურავი, განხორციელდა გარე ფასადის საიზოლაციო სამუშაოები, გარემონტდა საპირფარეშოები, დამონტაჟდა წყლის, საკანალიზაციო და გათბობის ახალი სისტემები და ელექტროგაყვანილობა. ასევე, მოეწყო სკოლის ეზო და შეკეთდა სანიაღვრე სისტემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები