ქეთი მელუა თბილისში ახალი ალბომის ჩასაწერად ჩამოვიდა

მსოფლიო ვარსკვლავი ქეთი მელუა თბილისში,  გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად, ახალ ალბომს  „ლენო რეკორდსში“ წერს. ამის შესახებ ვიდეოს მომღერალი თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

ქეთი საქართველოს თავის პროდიუსერთან და მენეჯერთან ერთად ესტუმრა, რომლებიც აღფრთოვანდნენ საქართველოში მუშაობით.

გორის ქალთა კამერულ გუნდთან ქეთი მელუა ადრეც თანამშრომლობდა. მათ ჩაწერილი აქვთ რამდენიმე კომპოზიცია და ევროპის 37 ქალაქში ერთობლივი ტურნეც გამართეს. მომავალში ისინი ურთიერთობას კვლავ აპირებენ  და ნოემბერში ახალ ტურნეში გაემგზავრებიან.

ქართველ – ბრიტანელი მუსიკოსი, ქეთი მელუა  დიდი ბრიტანეთის ყველა დროის ერთ – ერთი ყველაზე გაყიდვადი ქალი მომღერალია. მას 7 ალბომი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.