ქართული ფილმების რეტროსპექტივა ბრიუსელში

22-26 იანვარს ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი “ბოზარი” ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ღონისძიება იმართება ფესტივალის ფარგლებში “ხიდები. დასავლური კინოს დღეების აღმოსავლეთით” (BRIDGES. EAST OF WEST FILM DAYS).

ქართული ფილმები ბრიუსელში შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:

  • 23 იანვარი – დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედი”;
  • 23 იანვარი – ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა – დავით ფირცხალავას “მამა”, დეა კულუმბეგაშვილის “ლეთა”, გიორგი სიხარულიძის “მამული” და “ამირან დოლიძის “ცხოველი”;
  • 25 იანვარი – ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი”;
  • 25 იანვარი – უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები”;
  • 26 იანვარი – დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”.

ფილმების ჩვენებების გარდა ბრიუსელში გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები – ელენა მიქაბერიძე და გიორგი სიხარულიძე მათი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმების პროექტებს წარადგენენ.

საქართველოს გარდა ფესტივალის მონაწილეები არიან კინემატგრაფისტები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვისა და ბელარუსის რესპუბლიკებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.