“MATKA 2020”-ზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

16 იანვარს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა.

წელს გამოფენას 80 000-მდე ვიზიტორი ესწრება, ხოლო ღონისძიებაში ტურიზმის 22 500 პროფესიონალი მონაწილეობს მსოფლიოს 86 ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მხოლოდ ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებსაც.

გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მესამე წელია, რაც აქტიურად მონაწილეობს ამ გამოფენაში. წელს ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე 9 ქართული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს “აჭარა-ტური“, Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.

საქართველოში ფინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18%-ითაა გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები