ახალი ამბები ტურიზმი

ჩინეთის მთავრობამ სავაჭრო პალატის წარმომადგენლობასა  და საქართველოს ბიზნეს სახლს მადლობის წერილები გადასცა

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართული  21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპოში აქტიურად და ხარისხიანად ჩართულობისთვის ჩინეთის სამთავრობო უწყებამ – ქალაქ გუანჯოუს კომერციის ბიურომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენლობას გუანდონის პროვინციაში და სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლს ოფიციალური მადლობის წერილები გადასცა.

,,წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარდა 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპო და წარმოუდგენელია არ გამოვყოთ ამ დიდ საქმეში თქვენი ორგანიზაციების განსაკუთრებული ყურადღებისა და ძლიერი მხარდაჭერის ქონა. გამოფენის მიმდინარეობის დროს თქვენმა ორგანიზაციებმა ორგანიზება გაუწიეს წარმატებული ქართული კომპანიების გამოფენაში მონაწილეობის მიღებასა და საუკეთესო შედეგის ჩვენებას. გამოვხატავთ გულწრფელ მადლობას თქვენი ორგანიზაციების მისამართით!“ – ნათქვამია მადლობის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 23-26 აგვისტოს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპო ჩატარდა. ექსპოში სულ 92 ქვეყანა და რეგიონი მონაწილეობდა. გამოფენაზე 15 ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ,,თბილისური ეზოს” ვიზუალით მოწყობილ ქართულ პავილიონში მოსულ ყველა სტუმარს ჰქონდა.

სხვა სიახლეები

თამარ რეხვიაშვილი – მოხალისე ჩრდილოეთ იტალიიდან

Editor

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

Editor

პატიმრებმა მათ მიერ გამოყვანილი ყვავილები ექიმებს გაუგზავნეს  (ფოტო)

Editor

“ჩვენთვის მთავარი საზრუნავი ჩვენი სამშობლოა, რომელსაც წლებია, ფიზიკურად მოწყვეტილები ვართ” 

Editor

თათია ახალაიამ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ELIE SAAB-ისა და  ZUHAIR MURAD-ის ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა

Editor

ზურაბ კობიაშვილის უცნობი კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

Editor