მერაბ ნინიძისა და ბენედიქტ კამბერბაჩის პირველი კადრი “Ironbark”-იდან

ინტერნეტსივრცე მერაბ ნინიძისა და ბენედიქტ კამბერბეჩის პირველ ერთობლივ კადრზე ალაპარაკდა. ცნობილი ქართველი მსახიობი ცივი ომის პერიოდისა და ჯაშუშური თემატიკის დრამაში, სათაურად Ironbark, თამაშობს, სადაც მთავარ როლებს ოსკარის ნომინანტი ბრიტანელი ვარსკვლავი – ბენედიქტ კამბერბაჩი და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი, “საოცარი მისის მეიზელი” –  რეიჩელ ბროზნაჰანი ასრულებენ. ახალი სურათი ცივი ომის პერიოდში გვამოგზაურებს და გრევილ უეინის გზას მიუყვება. ჯაშუში კუბის კრიზისის ამბებშია ჩართული და საკმაოდ ჩახლართულ და საინტერესო სიუჟეტს ავითარებს.

უცნობია, კონკრეტულად რა როლს ასრულებს მერაბ ნინიძე, სავარაუდოდ ის საბჭოელ პერსონაჟს განასახიერებს. Ironbark-ის კინოპრემიერა 2020 წელს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.