ელისო ბოლქვაძე – “იუნესკოს მშვიდობის ხელოვანი”
დღეს, 16 იანვარს, 19 საათზე, ელისო ბოლქვაძე – ”იუნესკოს მშვიდობის ხელოვანი” საქველმოქმედო კონცერტს გამართავს ლატვიაში. კონცერტიდან შემოსული თანხა ხელოვნების ცენტრის დაარსებას მოხმარდება.
რა ხელოვნების ცენტრზეა საუბარი? – ლატვიაში სერიოზული პრობლემაა ახალგაზრდების ფსიქიკური მდგომარეობის მხრივ. ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ვიღაცისთვის იყოს საჭირო და აქ მხოლოდ ოჯახი არ იგულისხმება. ხშირ შემთხვევაში უყურადღებობა ხდება დეპრესიის მიზეზი. ხელოვნების ცენტრის მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაიცვას რისკ ჯგუფში მოხვედრისგან, დაასაქმოს ისინი და დაარწმუნოს, რომ მათი აზრები და ყოფნა საზოგადოებისთვის აუცილებელია.