გმირობის ტოლფასი ოქროს მედალი საქართველოსთვის
ლოზანაში , ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში, მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა გუნდურ ასპარეზობაში .
ინდივიდუალური გამოსვლების შემდეგ , კენჭისყრის საფუძველზე , 8 გუნდი დაკომლექტდა. გუნდების ფორმირება მოხდა შერეული პრინციპის დაცვით. თითოეული გუნდი ოთხივე კატეგორიიდან სხვადასხვა ქვეყნის ერთეულთა თანრიგის ორი მოციგურავითა და ორი წყვილით იყო წარმოდგენილი.
8 გუნდს შორის ექვსსაათიანი დაძაბული ასპარეზობა საქართველოსათვის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.
ლოზანის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელები ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა უკვე , ოლიმპიადის მეორე მედლის – გუნდური ასპარეზობის ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
გუნდი “Courage” , რომლის შემადგენლობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავასთან ერთად გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი იაპონიიდან უტანა იოშიდა – შინგო ნიშიამა, ერთეულებში რუსი ქსენია სინიცინა და ესტონელი არლეტ ლევანდი , გუნდურ ასპარეზობაში ოლიმპიადის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
2020 წლის ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ოქროსა და ბრინჯაოს მედალი ეს ის ისტორიული მონაპოვარია, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის სპორტული განვითარების ისტორიაში და სანიმუშო მაგალითად იქცევა იმისა, რომ მთავარია მიზნისაკენ სწრაფვა, საკუთარ თავში რწმენა და თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია…
2019 წლის გრან პრის ფინალის ოქროს, 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ვერცხლის მედლები – ეს ქართველი მოციგურავეების ბოლო 1 თვის მონაპოვარია და ეს ყველაფერი ჩვენი საქართველოსთვის…