ქართველი საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია მარტინ სკორსეზეს დოკუმენტურ ფილმში ‘’The Oratorio’’

რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ ქართველი საოპერო მომღერალი, სალომე ჯიქია ახალ დოკუმენტურ ფილმში, ‘’The Oratorio’’ გადაიღო. “The Oratorio-ში” ნაჩვენებია როგორ იმოქმედეს ემიგრანტებმა ამერიკული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.

ფილმში ისტორიულ სპექტაკლზეა საუბარი, რომელიც 1826 წელს დაიდგა, სადაც ამერიკამ პირველად გაიცნო იტალიური და ზოგადად, ევროპული ოპერა. ფილმში ჩართულია მოთხრობები გამოჩენილი პიროვნებების შესახებ.

‘’მარტინ სკორსეზეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც თვის ბოლოს გამოდის . მეც მქონდა პატივი მონაწილეობა მიმეღო ამ პროექტში კალიარის თეატრის მეშვეობით. ეს იყო იტალიურ ამერიკული პროექტი, რომელიც შარშან ჩატარდა ნიუ იორკში წმიდა პეტრეს ტაძარში.’’ – წერს სალომე ჯიქია თავის ფეისბუქ გვერდზე.

სოპრანო სალომე ჯიქია 1986 წელს, ზუგდიდში დაიბადა. მან 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით. იმავე წელს დაიწყო ვოკალის შესწავლა და 2013-2014 წლებში მან სწავლა რომში, სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში განაგრძო. მომღერლის საოპერო დებიუტი იტალიაში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.