პოლონეთში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის კონცერტი გაიმართა

პოლონეთის ქალაქ ტორუნში, დამოუკიდებელი პოლონეთის შემადგენლობაში კუიავოსა და პომერანიის სავოევოდოების დაბრუნების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა კონცერტი გამართა.

კონცერტს პოლონეთში საქართველოს ელჩთან ერთად, იმერეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილიც დაესწრო.

“აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონსა და კუიავსკო-პომორსკის რეგიონს შორის არსებობს მჭიდრო კულტურული თანამშრომლობა, რომელიც  დინამიკური და შედეგზე ორიენტირებულია” – აცხადებენ საქართველოს საელჩოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები