„ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020“- თბილისისათვის ხმის მიცემა დღეიდანაა შესაძლებელი

თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში (EBD) მონაწილეობს. საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა, დღეიდან კი ხმის მიცემა  დაიწყო.

კონკურსი რამდენიმე წელია იმართება, ნომინანტები კი მოგზაურებისა და სფეროს ექსპერტების შეფასების მიხედვით ირჩევიან. სხვადასხვა წელს ევროპის საუკეთესო მიმართულებად ლისაბონი, ბორდო, ბუდაპეშტი და პორტო დასახელდა. საქართველო კი კონკურსში პირველად მონაწილეობს.

გამარჯვებული 5 თებერვალს გამოვლინდება, მანამდე კი 7 დღეში ერთხელ, ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა საკუთარ რჩეულ ქალაქს ხმა მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები