გაერთიანებულ სამეფოში საქველმოქმედო საღამო გაიმართა

საქველმოქმედო ინციატივის ფარგლებში, პირველი ქართული სკოლის შენობაში შეგროვდა შემოწირულობა და საქართველოში უსახლკარო ბავშვებისა და მოხუცებისთვის გასაგზავნი ამანათები – ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები.

საქველმოქმედო ღონისძიება გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და დიდ ბრიტანეთში პირველი ქართული სკოლის დირექტორის, ლია ჯიქია-გოგრიჭიანისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების ორგანიზებით ლონდონში გაიმართა.

საქველმოქმედო ღონისძიებაში  ასევე მონაწილეობდნენ გიმნაზია აია–ჯესისა და თბილისის უნივერსიტეტთან არსებული UG სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიების შედეგად, საქართველოში ფინანსური დახმარება გაეწია 28 ოჯახს, ხანდაზმულთა ჯგუფ „იმედის“ წევრებს, მრავალშვილიან და მარტოხელა დედას სენაკში და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ოჯახს, რომელსაც ანა გოგრიჭიანმა ფულად საჩუქართან ერთად, საკუთარი ელექტროეტლიც გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.