14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ეს დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს, საქართველოს დროშის შესახებ ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნა. 

საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ, 2004 წლის 14 იანვრიდან.

თბილისი და „ხუთ–ჯვრიანი“ დროშა, ანჯელინო დულჩერის 1339 წლის პორტულანი.

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება – თეთრ ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსან გოდფრუა ბუიონელის გერბზე გამოისახა. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად პირველად დაფიქსირდა ანჯელინო დულჩერის პორტულანზე 1339 წელს დაფიქსირდა.

ხუთჯვრიანი დროშა საქართველის ეროვნული სიმბოლო 2004 წლიდან გახდა – სახელწიფო დღესასწაულის აღნიშვნის მთავარი ტრადიცია კი საცხოვრებელი სახლებსა და აივნებზე მისი გადმოფენაა.

ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩოხატაურში, ერისთავების სასახლეში საქართველოს დროშას საზეიმოდ აღმართავს და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიებას ასევე დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც.

ტრადიციას არ დაარღვევენ თბილისის საკრებულოს წევრები და წელსაც შენობის აივნებიდან დროშებს გადმოფენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები