13 იანვარს კიოლნის უნივერსიტეტში ქართული კვირეული გაიხსნა

13 იანვარს კიოლნის უნივერსიტეტში ქართული კვირეული გაიხსნა, რომელიც 17 იანვრამდე გაგრძელდება.

კვირეულის ორგანიზატორია კიოლნის უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტთა გაერთიანება “აისი”, რომელიც 2013 წლიდან ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.

ქართული კვირეული მოიცავს ფოტო-გამოფენას, კონცერტს, ქართული კალიგრაფიის გაკვეთილს და პრეზენტაციებს საქართველოზე. გარდა ამისა ერთი კვირის მანძილზე ქართული სამზრეულო იქნება წარმოდგენილი კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტურ სასადილოში, რომელსაც ყოველდღიურად ასეულობით სტუდენტი სტუმრობს.

კიოლნის უნივერსიტეტი, რომელშიც 50.000-მდე სტუდენტი სწავლობს, 1388 წელს დაარსდა და გერმანიის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.