პირველი ისტორიული ოლიმპიური მედალი ზამთრის სახეობებში

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, ზამთრის მე-3 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა ფიგურულ ციგურაობაში.

სპორტულ წყვილებში მოასპარეზე შვიდი ქვეყნის რვა მოციგურავე წყვილს შორის საპრიზო სამეულში მოხვედრა ქართულმა დუეტმაც შეძლო. ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ, მსოფლიოს რვა საუკეთესო წყვილს შორის, მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავეებმა ღირსეულად გაიმარჯვეს ისეთი ქვეყნების სპორტულ წყვილებზე, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გერმანია, ჩინეთი და უკრაინა.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ეს  ქართველი სპორტსმენების  მიერ მოპოვებული პირველი მედალია ზამთრის სახეობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები