კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხე გაიხსნა

12 იანვარს კატარის უნივერიტეტის ბიბლიოთეკაში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით, ქართული კუთხე გაიხსნა. 

გახსნის ღონისძიებაზე, რომელსაც კატარის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტებიც ესწრებოდნენ, საკუთარ გამოსვლაში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს კუთხისათვის გადაცემული წიგნების, საქართველოს კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ქართული სამზარეულოსა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ.

“ქართული კუთხის გახსნა კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ხელს შეუწყობს კატარელ ახალგაზრდებს შორის საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას” – აცხადებენ საქართველოს საელჩოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები