სპეციალური გულსაბნევები თანამშრომლებისათვის და ანტისაოკუპაციო გზავნილები “გუდადან”

მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ფანასაურში მდებარე ქართული რესტორან “გუდას” თანამშრომლები სტუმრებს ანტიოსაოკუპაციო გულსაბნევებით მოემსახურებიან.

“დღეიდან, ჩვენს თანამშრომლებს ასეთი გულსაბნევები ექნებათ…დიახ, აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა და ჩვენი ქვეყნის 20%ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ!” – წერს რესტორნის ადმინისტრაცია.

გარდა ამისა, ნებისმიერ სტუმარს ინტერნეტთან წვდომისათვის ორი პაროლის გამოყენება დასჭირდება – abkhaziaisgeorgia  და samachabloisgeorgia, შესაბამისად, ყოველი მათგანი მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – მათ შორის, რა თქმა უნდა, უცხოელი ვიზიტორებიც.

სამოქალაქო აქტივობა ოკუპაციის წინააღდეგ წლებია გრძელდება, ცოტა ხნის წინ მას ლიეტუვაში ქართული რესტორნის თანამშრომლებიც შეურთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.