იფხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ა(ა)იპ „კავშირი ძველი საქართველო“ – ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წელს ა(ა)იპ „კავშირი ძველი საქართველო“- ს ხუთკაციანმა სარესტავრაციო ჯგუფმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფხში, იფხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები განახორციელა. ჯგუფს  დავით გაგოშიძე ხელმძღვანელობდა.

სამუშაოების უმეტესობა მიმართული იყო მოხატულობის გრძელვადიანი დაცულობის და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. საკონსერვაციო სამუშაოები შესრულდა, როგორც ეკლესიის ინტერიერში, კედლებზე, კამარასა და კანკელზე, ასევე ექსტერიერში არსებულ ფასადის მხატვრობაზე.

ფიზიკური სამუშაოები განხორციელდა წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით (გარკვეული სამუშაო პროცესების ჩატარება მოხდა პარალელურ რეჟიმში):

ზედაპირული მტვრის მოცილება;

ფრინველის სკორესა და ბუდეების მოცილება;

მოხატულობის მექანიკური გაწმენდა და აფურცლული და გაფხვიერებული საღებავის ფენის გამაგრება;

საფუძველს მოცილებული ბათქაშის წინასწარი გამაგრება და ინექტირება;

ბათქაშის ქიმებისა და ნაკლული ადგილების გამაგრება;

ცემენტის მოცილება;

ჭვარტლისა და გვიანი ჩარევების მოცილება;

ვანდალური წარწერების ჩაქრობა;

ბიოლოგიური დაზიანების დამუშავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები