”თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი – თბილისი 1918-1921 წლებში“

11 იანვარს, თბილისის საკრებულოში, წიგნის ,,თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი. თბილისი 1918-1921 წლებში“  წარადგინეს.

წიგნი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტით გამოიცა. საარქივო დოკუმენტებით, ფოტოსურათებითა და სხვა მასალით უხვად ილუსტრირებული სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. მას სამი ავტორი ჰყავს: ოთარ ჯანელიძე – ისტორიის დოქტორი, პროფესორი, ალექსანდრე დაუშვილი – ისტორიის დოქტორი, პროფესორი და მირიან ხოსიტაშვილი – ეთნოლოგიის დოქტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე. წიგნის რედაქტორი – ზაზა აბაშიძე, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი.

წიგნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დედაქალაქის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს ასახავს. გაშუქებულია საუკუნის წინანდელი თბილისის თვითმმართველობისა და ქალაქის თავების საქმიანობა, წარმოჩენილია თბილისის ეკონომიკური მდგომარეობა, კრიმინალური ვითარება, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტული თუ კულტურული ცხოვრების მიმდინარეობა, საზოგადოების ყოველდღიურობა და სხვ. ეს ყველაფერი, როგორც ისტორიოგრაფიული სიახლე, ხელს შეუწყობს დედაქალაქის წარსულით მკითხველის დაინტერესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.