ფოლკლორული ანსამბლი ‘’რივორერა“ ფინეთში კონცერტებს გამართავს

29 იანვრიდან 9 თებერვლამდე ფოლკლორული ანსამბლი ‘’რივორერა“ კონცერტებს ფინეთში გამართავს.

ეს მათი მეორე სტუმრობაა ფინეთში. პირველად ამ ქვეყნის მოსახლეობამ გაზაფხულზე იხილა და მოუსმინა ანსამბლს და იმდენად აღფრთოვანდნენ, რომ მალევე შესთავაზეს მეორედ კონცერტების გამართვა. ამჯერად ფინეთში 10 კონცერტი ჩატარდება.

ფოლკლორული  ანსამბლი ‘’რივორერა“  1 წლის წინ შეიქმნა. მისი ხელმძღვანელია “ქართული ხმების” სოლისტი და ლოტბარი ვასილ დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები