ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეტოქის დამშვიდება მოახერხა
ავსტრალიაში მიმდინარე ATP Cup-ის დაპირისპირებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურუგვაელ პაბლო კუევასს პირველი სეტი 6:4 მოუგო, თუმცა სეტის დასასრული უცნაურად განვითარდა.
ნიკას 2 მოწოდების წინ, პაბლომ ხტუნაობა დაიწყო, რაც მსაჯმა მეტოქის უპატივცემულობად ჩათვალა და ურუგვაელ სპორტსმენს შენიშნვა მისცა. ამან კუევასი წყობიდან გამოიყვანა, მსაჯს სუპერვაიზერის გამოძახება სთხოვა, თავად კი სკამზე გადაინაცვლა.
სუპერვაიზერი მას ესპანურად გაესაუბრა, თუმცა, ვერაფერი გააგებინა. ურუგვაელმა ჩოგნები ჩაალაგა და კორტის დატოვებას აპირებდა, როდესაც მას ბასილაშვილი წამოეწია და სთხოვა თამაში გაეგრძელებინა.
პაბლომ კოლეგის თხოვნა გაითვალისწინა და ალბათ იმასაც მიხვდა, თუ რა სერიოზული სასჯელი ელოდა ასეთი საქციელის გამო და თამაშის გაგრძელებას დათანხმდა.