კონკურსი საბავშვო ჟურნალების გამოსაცემად

სსიპ “მწერალთა სახლი” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს საბავშვო ჟურნალების გამოსაცემად.

კონკურსის მიზანია საბავშვო სალიტერატურო ჟურნალის/ების გამოცემის ხელშეწყობა, საბავშვო ლიტერატურული ნიმუშების წარმოჩენა, ბავშვებში წიგნისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა პერიოდული გამოცემების ხელშეწყობის გზით.

კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,კულტურის ხელშეწყობა“  პრიორიტეტის  „ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა“ ფარგლებში;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.