გიორგი კეკელიძისა და ქეთევან დუმბაძის შეხვედრა კატარში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან

10 იანვარს კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საელჩოს შენობაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძისა და პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ავტორისა და ხელმძღვანელის ქეთევან დუმბაძის შეხვედრა კატარში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

შეხვედრაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომელმაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის დაწყებული თანამშრომლობის და სამომავლო გეგმების, დოჰას წიგნის ბაზრობაზე ნოდარ დუმბაძის ნოველების არაბულენოვანი გამოცემის პრეზენტაციის და კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის გახსნასთან დაკავშირებით. ასევე, ხაზი გაუსვა მოქალაქეებსა და საელჩოს შორის მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობას.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ქართველ თანამემამულეებს ესაუბრა ქართული ლიტერატურის, კულტურის ისტორიისა და თანამედროვე ხელოვნებაში არსებული ტენდენციების შესახებ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დიასპორის წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცათ ქართველი მწერლების წიგნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები