ძველი ქართული კარიკატურები – სატირაში გადმოცემული ქართული რეალობა (ფოტოკოლაჟი)
შარჟი, გროტესკი, ცოტა ირონია და მეტი სატირა – ეს კარიკატურაა, გამოსახულება, რომელშიც გაერთიანებულია რეალური და ფანტასტიკური ამბები, გადაჭარბებული სიმძაფრით არის გადმოცემული ადამიანის ფიგურის, სახის, ჩაცმულობის, ქცევისა და სხვა სახასიათო ნიშნები.
კარიკატურა ნათლად ასახავს ამა თუ იმ ეპოქის ტენდენციებს და დამაინტრიგებელი, საინტერესო ფორმით გადმოგვცემს საზოგადოების დამოკიდებულებას აქტუალური მოვლენების მიმართ. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, კარიკატურა წარსულის სულისკვეთების ამსახველ საინტერესო ქმნილებად იქცა.
საინტერესოა, რა ტიპის კარიკატურები იქმნებოდა გასულ საუკუნეებში და როგორ ასახავდნენ ისინი იმდროინდელ ქართულ რეალობას. “ქართულმა კვირამ” XX საუკუნის რამდენიმე საინტერესო კარიკატურული ნამუშევარი შეკრიბა:
წყარო: ძველი ქართული რეკლამა.კარიკატურა