მეგობრების დაგვიანების გამო, ქართველმა მამაკაცმა იტალიაში 7-ვაგონიანი მატარებელი გააჩერა
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, როზეტა კიტოვანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ქართველმა გიორგი რამაზაშვილმა 7-ვაგონიანი მატარებელი იმ მეგობრების გამო გააჩერა, რომლებსაც სადგურზე აგვიანდებოდათ.
“იტალიელები იყვნენ (მემანქანეები)… ქუსლებზე შემდგარნი ვეღარ ვუსწრებდით მატარებელს. გაიქცა და 3 წუთით შვიდვაგონიანი მატარებელი გაგვიჩერა… და მერე კიდევ “დასამშვიდობებელ ცერემონიალზე” ღიმილით როგორ გვიყურებდნენ მემანქანე, გამცილებელი და მგზავრები – ეს იყო სიყვარულით სავსე წუთები.”