ანსამბლი “რუსთავი” ნიდერლანდებსა და გერმანიაში ქართული ცეკვის მასტერკლასებს ჩაატარებს
ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოსა და გერმანიაში ანსამბლ “რუსთავის” სოლისტები დამწყები და უკვე გამოცდილი მოცეკვავეებისათვის ქართული ცეკვის რამდენიმე მასტერკლასს ჩაატარებენ.
პროგრამის მორიგ მასტერკლასს 22 თებერვალს ნინო ჭყონია და გიორგი კალმახელიძე ამსტერდამში გამართავენ. ცეკვის შესწავლის მსურველებს რეგისტრაცია 1 თებერვლამდე შეეძლებათ.