დინამოს ვეტერანები გერმანიაში ლეგენდათა ტურნირზე
11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც “დინამო” თბილისის ვეტერანთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის “დინამო” ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი სწორედ “დინამო” თბილისია.
A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის “ბორუსია”, ლევერკუზენის “ბაიერი” და “შალკე 04 ” იასპარეზებენ. B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან – ”ჰერტასთან”, ”იუნიონთან” და ტენის ”ბორუსიასთან ” ერთად ბრემენის ”ვერდერი” იასპარეზებს.
”დინამო” თბილისის ლეგენდათა შემადგენლობა კი ასეთია: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგ დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია.
ჩვენი გუნდი ბერლინში 9 იანვრიდან შეიკრიბებ. მატჩების განრიგი ასეთია:
11 იანვარი, 20:45: ”დინამო” თბილისი Vs. ლევერკუზენის ”ბაიერი”
11 იანვარი, 21:42: ”დინამო” თბილისი Vs. დორტმუნდის ”ბორუსია”
12 იანვარი, 17:31: ”დინამო” თბილისი Vs. ”შალკე04”
ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს 19:00 საათიდან დაიწყება.