ახალი ამბები საქართველო და ქართველები

ლევან მანჯავიძის “სხვა სახე” აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში

ლევან მანჯავიძის გამოფენა – აქცია „სხვა სახე” ექსპერიმენტული ინიციატივაა სამუზეუმო ცხოვრების გარდამავალ ფაზაში. აბრეშუმის მუზეუმი რეაბილიტაციის მოსამზადებელ ეტაპზე სახელოვნებო რეზიდენციას განსხვავებული ფორმატით მასპინძლობს. 

ხელოვანმა ათი დღით (18-28 დეკემბერი) „იცხოვრა“ მუზეუმში და რეზიდენციის პროცესში დამთვალიერებლებთან ინტერაქტიული კავშირით ააწყო გამოფენა. ხელოვანმა რეპრეზენტაციის არატრადიციული ფორმა აირჩია, სადაც დამთვალიერებელი გამოფენის მზადების თანამონაწილე გახდა.

წლების განმავლობაში მხატვრის მიერ გადანახული ნამუშევრები მუზეუმის სივრცეში „აქ და ახლა” გაიხსნება, პარალელურად კი მუზეუმი საკუთარი კოლექციების შეფუთვა-შენახვისთვის მომზადებას იწყებს. ამგვარად, გამოფენა მეტაფორულად აერთიანებს ინდივიდუალური და ინსტიტუციური ფორმირების საკითხს.

ლევან მანჯავიძე 2016 წლამდე ბერლინში ცხოვრობდა და სამი წლის წინ დაბრუნდა თბილისში. მისი ნამუშევრები არ არის ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის და თბილისში პირველად იფინება. საგამოფენო კონცეფციის მთავარ ფოკუსში ადამიანია. ფერწერული ნამუშევრების სერია “სახეები” ხელოვანის ყოველდღიური, გარემომცველი რეალობიდან ტილოზე აღბეჭდილი “პერსონა-სუბიექტები” არიან. ყოველდღიურობის დინებაში შეუმჩნეველი, მაგრამ ავტორისთვის კარგად ნაცნობი სახეები უწყვეტი დაკვირვების ობიექტები ხდებიან.

10 იანვარს, რეზიდენციის დასკვნით ეტაპზე, დამთვალიერებელი ლევან მანჯავიძის ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად მის განსხვავებულ შემოქმედებით პრაქტიკებს იხილავს. სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ექსპერიმენტული ნამუშევრები (ციფრული ნახატი, ვიდეო-პერფორმანსი, ტექსტი-პოეზია, საუნდი) სინთეზურად წარმოაჩენს ხელოვანის მიდგომებსა და მის „მეტამორფოზს”. „სხვა სახე” ცვლილებისა და მოლოდინის, რეალობისა და ფანტაზიის ზღვარზე მყოფი ალეგორიაა და დამთვალიერებელს ვიზუალურ-ემოციურ ექსპერიმენტზე იწვევს.

გამოფენის გახსნაზე დაგეგმილია აქცია-პერფორმანსი მუსიკოს ლადო ონიანთან თანამშრომლობით, სადაც ლევან მანჯავიძე საკუთარ ტექსტებს იმპროვიზაციულად წაიკითხავს.

სარეზიდენციო პერიოდის განმავლობაში აკო დევიძესთან თანამშრომლობით მოკლემეტრაჟიანი ფილმი მომზადა .

სხვა სიახლეები

,,მთავარია, რასაც აკეთებ, გულით გიყვარდეს. მაშინ რთული გზით სიარულიც იოლია“- ქართველი მევიოლინე ბერლინიდან

Editor

„Vakxikon Publishing Group“- მა  „ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია“ გამოცა ბერძნულ ენაზე

Editor

მეი მასკი საკუთარი წიგნის ქართულ ენაზე გამოცემას აპირებს

Editor

სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში ლეგალურად დასაქმებაში დაეხმარება 

Editor

ესპანეთში, მსოფლიოს ხალხთა 34-ე ფოლკლორულ ფესტივალში, საქართველოც მონაწილეობს

Editor

სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობა – აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგების Online ლექციები

Editor