კატარისა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ორი ქყვენის ბილიოთეკებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი გიორგი კეკელიძემ და სოჰაირ ვასტავიმ მოაწერეს. 

როგორც გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობისაა და ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს .

“ეს ჩვენი პირველი შეთანხმებაა ამ რეგიონის ქვეყნებთან და უამრავ პერსპექტივას გულისხმობს, მათ შორის უახლოეს მომავალში კატარის ბიბლიოთეკის ფანტასტიკურ დარბაზში ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოფენას. დიდი მადლობა შესანიშნავად გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს საელჩოს კატარში და ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს” –  წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები