დინამოს ვეტერანები გერმანიაში ლეგენდათა ტურნირზე

11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც  “დინამო” თბილისის ვეტერანთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის “დინამო” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი  სწორედ “დინამო” თბილისია.

A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის “ბორუსია”, ლევერკუზენის “ბაიერი” და “შალკე 04 ” იასპარეზებენ. B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან – ”ჰერტასთან”, ”იუნიონთან” და ტენის ”ბორუსიასთან ” ერთად ბრემენის ”ვერდერი” იასპარეზებს.

”დინამო” თბილისის ლეგენდათა შემადგენლობა კი ასეთია: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგ დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია.

ჩვენი გუნდი ბერლინში 9 იანვრიდან შეიკრიბებ. მატჩების განრიგი ასეთია:

11 იანვარი, 20:45: ”დინამო” თბილისი Vs. ლევერკუზენის ”ბაიერი”

11 იანვარი, 21:42: ”დინამო” თბილისი Vs. დორტმუნდის ”ბორუსია”

12 იანვარი, 17:31: ”დინამო” თბილისი Vs. ”შალკე04”

ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს 19:00 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.