გამოფენა „სვანეთის – ხალდეს აჯანყება 1875-1876“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ხალდეს აღორძინების ფონდი გიწვევთ გამოფენაზე „სვანეთის – ხალდეს აჯანყება 1875-1876“, რომელიც ფართო აუდიტორიას პირველად გააცნობს აჯანყების ისტორიას.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის დარბაზში წარმოდგენილი ექსპოზიცია საარქივო დოკუმენტაციაზე, ეთნოგრაფიულ და ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით მოგვითხრობს თავისუფლებისათვის მებრძოლი, რუსეთის იმპერიულ ძალმომრეობასთან დაპირისპირებული, მაღალმთიანი პატარა სოფლის – ხალდეს მკვიდრთა შემართებასა და თავგანწირვაზე.

გამოფენა გაგრძელდება 20 თებერვლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები