ბერლინში ნათია თოდუას სოლო კონცერტი გაიმართება
ახალგაზრდა ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა 2020 წლის პირველ კონცერტს 10 იანვარს ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ “Stiftung Starke Gemeinnützige Kunststiftung”-ის საკონცერტო სივრცეში გამართავს.
მომღერალი ბერლინში საკუთარ პირველ ალბომს “MISS YOU”-ს წარადგენს.
ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც „The Voice of Germany-ის“ მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ, 2017 წელს გახდა ცნობილი. გასულ წელს კი „Music Video Underground-ის“ ჯილდო, ნომინაციაში „თვის საუკეთესო ვიდეო“ მიიღო.