“აგაცილოს ღმერთმა მტერის რისხვა და ატაკუტაი ყაძახის” – გურულის საშობაო მილოცვა

გურიაში შობასა და კალანდას მუდამ განსაკუთრებული სიხარულითა და ყველასგან გამორჩეული ტრადიციით ხვდებოდნენ. ცნობილი გურული საშობაო კვერები, შობის ალილოს მომლოცველები და “ადესით” შესმული სადღეგრძელო ამ დღის განუყოფელი ნაწილი იყო. დღესასწაულს განსაკუთრებულს გურული დალოცვაც ხდიდა, სტუმრის მიერ წარმოთქმული სურვილები, რომელთა ახდენაზე პასუხისმგებლობასაც შობის მომლოცველი იღებდა. 

“გურული საშობაოდ” – ეს მილოცვა კი 1905 წელს გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა, თუმცა გურულთა გულწრფელობასა და ენაკვიმატობაში საუკუნის შემდეგაც არაფერი შეცვლილა: 

“მომილოცავს ყველაიზა გასული შობა და დღევანდელი ფეხ ბედნიერი კალანდა. მოქცეს ღმერთმა ხმრთის და ბატონის წყალობა, წმინდა ბასილეს წყალობა, პური და ღვინო, თეთრი და ჭირნახული, ათასი ჯორის ჭვირნული ქონება, თვალი და მარგალიტი, ოქრო და ვეცხლი, ჯანის სიმრთელე, გული მხიარული, წელის იარაღი, გურიელის ხმალი, მისი მამული, მაჭახელაი თოფი, მოთელილი ფიშტო, შეჭედილი ყამა. მომყავს ბედაური ქორი, შეკაზმული ცხენი, მწევარ მეძებრები, გაბაწრული და გაქაჩული ჩვენი მტერი და ჩაჩუტი. ღმერთმა მრავალი გაგითენოს დღევანდელი დღესასტავალი, გწყალობდეს წმინდა ბასილე და დიდი ქათმის ფერხვა, აგუნამაც ისე ხელ ხვავრიელად ჩამოგიაროს, რომ თელ ამ წელიწადში თქვენ მარანში ღვინო სულ წყალსავით გქონდეს – აგაცილოს ღმერთმა მტერის რისხვა და ატაკუტაი ყაძახის მუჯლუგუნი და მითხარი. მე იმისანა პირ და თვარეზე ვარ დაბადებული, რომე ჩემი ლოცვა დაცთილია, არ ჩავარდება, ამიზა დამიწყევლიხარ ყვლაყაი ნუ გენაღვლა” 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები