საშობაო მიღება ჩინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის

2020 წლის 5 იანვარს, საქართველოს საელჩოში გაიმართა საშობაო მიღება ჩინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის. საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინიციატივით, აღნიშნულ ტრადიციას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი.

ელჩმა მიულოცა თანამემამულეებს ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ასევე გააცნო უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილი პროექტები. საუბარი ასევე შეეხო საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობას. გარდა ამისა, კონსულმა სოფიკო ქოჩქიანმა გააცნო სტუმრებს ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე გასათვალისწინებელი საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები