ნოდარ დუმბაძის მოთხრობები ყატარში არაბულ ენაზე გამოიცა
ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, არაბულ ენაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული გამოიცა.
“უცნაური ისტორია აქვს ამ წიგნს. მოთხრობების თარგმანი სუდანის მოქალაქეს აბდულრაჰმან აბუ ზიქრას ეკუთვნის, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში თარგმნა დუმბაძე და გარდაცვალებამდე მეგობარს – მუსტაფა მუბარაქ მუსტაფას დაუტოვა, რომელმაც შემოინახა საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ფურცლები, თავად დაასრულა რამდენიმე მოთხრობის თარგმანი და გამოსცა კიდეც” – წერს ქეთევან დუმბაძე.
წიგნის წარდგენა 8 იანვარს დოჰას საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე გაიმართება.