დღეს ქართული კამერული ვოკალური ლირიკის პირველი ნიმუშების ავტორის დაბადების დღეა

ცნობილი ქათველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი მელიტობ ბალანჩივაძე სოფელ ბანოჯაში დაიბადა.

მამისი, ანტონ ბალანჩივაძე, ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიიის მოძღვარი, ქართული სიმღერის ბრწყინვალე მცოდნე იყო და პატარა მელიტონი ეკლესიის გუნდში მიაბარა, ხოლო 1872 წელს ის ქუთაისის სასულიერო გიმნაზიაში მიიყვანეს.

ბრწყინვალე ხმისა და სმენის წყალობით ის იოლად ითვისებდა და მღეროდა ხალხურ სიმღერებს. მას  ხშირად ესმოდა გიტარის თანხლებით შესრულებული ქალაქური სიმღერები და რომანსები და დრო რომ გავიდა მელიტონმა თავად დაუდო დასაბამი ქართულ რომანსს… მისი სამი რომანსი ‘’ოდესაც გიცქერ’’, ‘’შენ გეტრფი მარად’’ და ‘’ნანა, შვილო’’ – ქართული კამერული ვოკალური ლირიკის პირველი ნიმუშებია…

1875 წელს მელიტონი  საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნში ჩაირიცხა. გუნდის ხელმძღვანელმა კუშეკმა მას მუსიკის თეორია შეასწავლა და თავის თანაშემწედ დანიშნა, ხოლო 1880 წლიდან იგი ფილიმონ ქორიძემ მიიწვია თბილისის ოპერის თეატრის გუნდში და მალე სოლო პარტიებიც იმღერა ოპერებში: ,,ევგენი ონეგინი“ ( ზარეცკი) და ,,ფაუსტი“(ვალენინი).

1882 წელს მელიტონ ბალანჩივაძემ  ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი, რომელმაც 1883 წელს თბილისში კონცერი გამართა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული ხალხური სიმღერების საჯაროს შესრულებისა, რასაც დიდი კულტურულ – ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა.

იგი  მღეროდა აღნიაშვილის მიერ დაარსებულ გუნდში და ერთხანს ხელმძღვანელობდა კიდეც მას. იმავე ხანებში, მან ჩამოაყალიბა ორკესტრი, რომელიც კონცერტებზე ხალხური სიმღერებისაგნ შემდგარ პოპურს ასრულებდა.

სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში ჯერ ვოკალაის განხრით (პროფ. სამუსთან), შემდეგ კი, კონსერვატირიის დირექტორის შტეინის რჩევით კომპოზიციის კლასში გადავიდა ნ. რიმსკი–კორსაკოვთან.

რუსეთში 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა და პროპაგანდას უწევდა ქრთულ მუსიკას. გამოდიოდა როგორც ლოტბარი და მომღერალი. აქ დაწერა ოპერა ,,თამარ ცბიერი“. ასევე  მონაწილეობა მიიღო რუბინშტეინის ოპერა ,,დემონის“ ქართულ ენაზე დადგმაში.

1917 წელს მელიტონ ბალანჩივაძე საქართველოში დაბრუნდა. აირჩიეს საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარედ, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღესაც მის სახელს ატარებს.

იგი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის ჩამოყალიბებაში და ხალხური სიმღერის გუნდების დაარსებაში, ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისიას, მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას.

პირველი ქართული რომანსებისა და ოპერის ავტორი, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა 1937 წელს… დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები