მხოლოდ ქართული საქართველო და ქართველები სლაიდერი

4 იანვარი კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა

4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 87 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

1952 წელს ვლადიკავკაზის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა- კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია.

“როგორც ამბობენ, ეკლესიას იმ დროს მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა”.

კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 47-მდე გაიზარდა, სასულიერო პირთა რიცხვი — 2000-მდე, გაძლიერდა სამონასტრო ცხოვრება, მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება, აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია — წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

„მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა, ერთი თავად საქართველო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს, ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით, ის არის ღვთისკაცი, მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი,” – ამბობდა ილია მეორეს შესახებ რომის პაპი, ფრანცისკე.

სხვა სიახლეები

ეთერ თუთბერიძემ Skating Awards-ს პრემიის „საუკეთესო მწვრთნელის“ ნომინაციაში გაიმარჯვა

Editor

დილის საარი, ძველი თბილისი და “ბებერი მეზურნეები”

Editor

“მთელი მსოფლიო მტკივა ახლა, განსაკუთრებით იტალია…”

Editor

“დარწმუნებული ვიყავი, რომ ქრისტე იყო ჩვენთან მოსული…”

Editor

იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად – არქიტექტურიდან მწვანე ფილოსოფიამდე

Editor

,,სამართლებრივი რა? სად? როდის? 3″

Editor