„საქართველოს საზღვრების პრობლემა XX საუკუნის I ნახევარში და ივანე ჯავახიშვილი“ – ნაწილი 2

ეროვნული ბიბლიოთეკა და ივანე ჯავახიშვილის ცენტრი წარმოგიდგენთ კიდევ ერთ საინტერესო გამოცემას. „საქართველოს საზღვრების პრობლემა XX საუკუნის I ნახევარში და ივანე ჯავახიშვილი“ – ნაწილი 2 – ეს არის ალმანახი, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს საზღვრების პრობლემატიკას XX საუკუნის I ნახევარში.
ალმანახში თავმოყრილია საზღვრების საკითხთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილისა და მის თანამედროვეთა მიერ შექმნილი მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა.

ტომში მოცემული ნაშრომების ნაწილი საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული პოლიტიკური პროცესების რეტროსპექტივაა, შექმნილი ამ მოვლენების მომსწრეთა მიერ 1917-1921 წლებში. ალმანახში შევიდა ყველაზე თვალსაჩინო ნაშრომები, რომელთაგან ზოგიერთი მთლიანადაა მოცემული, ზოგი კი – ფრაგმენტების სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.